23/03/23486 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ლორთქიფანიძე - ვვარაუდობ, რომ უახლოეს ერთ თვეში გადაწყდება რუსეთთან უვიზო რეჟიმისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები შესაძლოა ერთ თვეში განახლდეს - ამის შესახებ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს. 
მისი თქმით, პირველ ეტაპზე გადაწყდება უვიზო  მიმოსვლის რეჟიმი, რასაც მოჰყვება ავიამიმოსვლის აღდგენაც.
"ძალიან მალე ველოდებით, რომ დანაპირები აღსრულდება. ჩვენ ველოდით, რომ უფრო ადრე მოხდებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კიდევ გადაიდო და ახლა უკვე ველოდებით. ამასთან დაკავშირებით დსთ-ს საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სათათბირო დეპუტატმა, ბატონმა კალაშვნიკოვმაც გააკეთა განცხადება, რომ უკვე იმ მიჯნაზეა საკითხები მიყვანილი, რომ უკვე ძალიან  მალე მოხდება ამ საკითხების გადაწყვეტა, ორივეს ერთად. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა და მას მოჰყვება  ავიამიმოსვლა... გულახდილად რომ გითხრათ, ვვარაუდობ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ამას რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობა" - ამბობს ლორთქიფანიძე  
ცნობისთვის, ლორთქიფანიძე მოსკოვში გამართულ რუსულ-ქართული ეკონომიკური ფორუმის პირველ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც დეკემბერში გაიმართა და  მთავარი საკითხები იყო სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ავიამიმოსვლა. 
ამ თემებზე იმსჯელეს გუშინაც, მეორე შეხვედრაზე, სადაც რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ  აღნიშნა, რომ 2022 წელს, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, ხოლო დუმის დეპუტატმა კალაშნიკოვმა თქვა, რომ რუსეთი და საქართველო ავიამიმოსვლის განახლებისა და ვიზების გაუქმების ზღვარზეა.
რუსულ-ქართულ უნივერსიტეტის დაარსება კიდევ ერთი ინიციატივა იყო, რომელიც ამავე ფორუმზე გაჟღერდა
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.