23/03/23368 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

მოვითხოვთ, ოცნებამ შეწყვიტოს პრორუსული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია, დადუმდნენ, პირი ამოიკერონ - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი სერგო ჩიხლაძე “ქართული ოცნებისგან” მოითხოვს, რომ შეწყვიტონ ანტიდასავლური კამპანია.
ოპოზიციონერი მმართველი პარტიის ლიდერებს მოუწოდებს, ნუ წაართმევენ ქვეყანას იმ მცირე შანსს რაც ევროინტეგრაციის კუთხით აქვს: 
“ბოლო დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენ მოვისმინეთ სენატორ შაჰინის განცხადება, რომ ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიულ კურსს. მოვისმინეთ ჩვენი დიდი მეგობრის, კუბილიუსის განცხადება გუშინ, რომ ასევე “ქართული ოცნება” ეღობება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას. ასევე მოვისმინეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია კურსს. ამავე დროს ვისმენთ განცხადებას, რომ მათ მოძებნონ გზები, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. ამის ფონზე “ქართული ოცნება” დილიდან ჩართულია ანტიდასავლურ კამპანიაში, დილიდან ჩვენ ვისმენთ კობახიძის, ვოლსკის, კალაძის განცხადებებს და ყველა ამ ადამიანს აგინებენ, ამბობენ, რომ ისინი აცდენილნი არიან რეალობას. აკეთებენ პირდაპირ პრორუსულ განცხადებებს, განსაკუთრებით, მერი კალაძე და მთლიანად უნდათ, რომ მოსპონ ის მცირედი შანსიც კი, რაც საქართველოს და ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, კი არ მოვუწოდებთ, არამედ მოვითხოვთ “ქართული ოცნებისგან”, რომ ეს დღეები მაინც, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არის თბილისში ჩამოსული, შეწყვიტონ, დადუმდნენ ეს ანტიდასავლური ისტერია. შეწყვიტონ პრორუსული განცხადებები. დადუმდნენ, პირი ამოიკერონ რამდენიმე დღე მაინც, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და ეს რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მისაღებად, რომ ჩვენი კანდიდატის სტატუსი არ დაიკარგოს საბოლოო ჯამში” - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ