22/03/23569 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბლინკენის თქმით, ICC-ის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააკავონ პუტინი, თუ მათ ქვეყანაში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრია, უნდა დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, თუ ის მათ ქვეყანაში ჩავა.
"ვფიქრობ, რომ ნებისმიერი, ვინც სასამართლოს წევრია და აქვს ვალდებულება, უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა", - თქვა ბლინკენმა სენატორ ლინდსი გრემის დასმულ შეკითხვაზე პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.  
მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, გაცემულ ორდერს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey