22/03/23753 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იენს სტოლტენბერგის ანგარიში - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

ნატოს წევრები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი.
“მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე”, - წერია ანგარიშში.
ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ აპრილში მოკავშირეები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ, რათა მათ თავიანთი ინსტიტუტებისა და მდგრადობის გაძლიერებაში დაეხმარონ, ისევე როგორც შესაძლებლობების განვითარებაში და თავიანთი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში.
ანგარიში საქართველოს “ნატოს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ” მოიხსენიებს, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.
“დროთა განმავლობაში პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მის მიზანს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე”, - წერია ანგარიშში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA