21/03/23522 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ბეჟაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებონ და დაივიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე ფიქრი

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებონ და დაივიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე ფიქრი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მან მმართველ პარტიას მოუწოდა, სხვა ქვეყნებში ანალოგიურ კანონპროექტს გაეცნოს, რომელიც მტრულ სახელმწიფოებსა და ავტორიტარულ რეჟიმებს ეხება.
„სამწუხაროა, რომ პრემიერ - მინისტრს და „ქართულ ოცნებას“ ვერ გამოაქვს შინაარსი კონკრეტული საკითხებიდან მაშინ, როდესაც ევროპარლამენტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში მოქმედი ანალოგიური კანონმდებლობა ეხება მტრულ სახელმწიფოებს და ავტორიტარულ რეჟიმებს. მათ ვერ განუსხვავებიათ, რომ ქართულ სინამდვილეში მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის შინაარსით რუსული კანონი, რადგან ეწინააღმდეგებოდა ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ამიტომ გააპროტესტა და „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, ცეცხლთან თამაშს თავი დაანებონ და დაივიწყონ ამ კანონპროექტზე ფიქრი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY