21/03/23438 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებმა ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩზე მიიწვიეს - მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა - საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სამუშაო ლანჩი ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა, სადაც ღარიბაშვილი მიიწვიეს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. სამუშაო ლანჩი ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური მიიწვიეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს. საუბარი შეეხო პარლამენტისა და მთავრობის მიერ შესრულებულ 12 რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განისაზღვრა.
ასევე, შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.
განხილულ იქნა აგრეთვე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ხაზი გაესვა, რომ ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ოქტომბრამდე გადადგამს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე." აცხადებს მთავრობა
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA