21/03/23550 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

რუსეთი ბავშვებს დააბრუნებს უკრაინაში როცა ეს უსაფრთხო იქნება - ნებენზია

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გამოყვანისას, რუსეთის მთავრობას სურდა „დაეცვა ისინი საფრთხისგან, რომელიც სამხედრო მოქმედებებს შესაძლოა გამოეწვია“ და რომ ისინი მზად არიან დააბრუნონ ბავშვები უკრაინაში, როდესაც უსაფრთხო პირობები იქნება.
„რა თქმა უნდა, რატომაც არა“,- უპასუხა ნებენზიამ სააგენტო ტასსის შეკითხვას დააბრუნებენ თუ არა ბავშვებს.
ნებენზიას სიტყვებით, რუსეთს სურს აპრილში გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალური სხდომის ჩატარება, რომელზეც წარმოადგენენ, რომ „რუსეთში ძალით გაგზავნილი ბავშვების საკითხი სრულიად გაზვიადებულია“.
ნებენზიამ კომენტარი გააკეთა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერზე, უკრაინიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით. სასამართლო გაეროს ორგანო არის, მაგრამ მის მუშაობაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი მონაწილეობს.
ბრალდებები ეფუძნება იმ ფაქტს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, გასული წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში წაიყვანა ობლები ან მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები უკრაინის ხელისუფლების ან ბავშვების ნათესავების თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, იუწყებოდნენ, რომ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის რიგ რეგიონებში არსებულ ბანაკებში მშობლების თანხმობით მოხვედრილი ბავშვები იმყოფებიან - თუმცა მშობლები ბავშვებს ვეღარ იბრუნებენ.
გასული წლის მაისში პუტინმა უკრაინელი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რაც რუსეთში მათ შვილად აყვანას ამარტივებს.
რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ, პუტინთან ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე თქვა რომ „მისი წყალობით“ იშვილა მარიუპოლელი 15 წლის ბიჭი. ლვოვა-ბელოვას თქმით, რომლის დაკავების შესახებაც ჰააგის სასამართლომ ორდერი გასცა, რუსეთში ოჯახებში ახლა ასობით უკრაინელი ბავშვი იმყოფება.
თუ ნებენზიას სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, ის ფაქტობრივად აღიარებს, რომ უკრაინელი ბავშვები რუსეთში დროებით იმყოფებიან და მათ უკრაინაში დააბრუნებენ.
2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ „სპეცოპერაციის დაწყების“ ბრძანება გასცა. რასაც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოჰყვა. საომარი მოქმედებების დაწყებამდე იმ რაიონებში, საიდანაც უკრაინელი ბავშვები გადაჰყავდათ რუსეთში, (მაგალითად მარიუპოლი) საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა შესაბამისად, ბავშვებისთვის საფრთხე არ არსებობდა.
17 მარტს „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: "ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე".
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარს, მარია ლვოვა-ბელოვას ბრალს სდებს სავარაუდო ომის დანაშაულებში - იძულებით დეპორტაციასა და მოსახლეობის, კერძოდ კი ბავშვების უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადასახლებაში. რაც შესაძლოა, საერთაშორისო სამართლით გენოციდად მიიჩნეოდეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აღნიშნავს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ჩასათვლელად, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი სავარაუდო დანაშაულებზე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA