20/03/23457 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პაპუაშვილი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირდაპირ არ პასუხობს "მთავარი არხის" კითხვას, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე. პუტინის დაკავებაზე ორდერი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა.
"ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტში, რომელიც არ გახლავთ სასამართლო, მაგრამ საქართველოს რაც შეუძლია, ეს არის, რომ მიმართოს იმ ორგანოს, რომელიც სწორედ ასეთ საკითხებს ადგენს", - თქვა პაპუაშვილმა. 
პაპუაშვილმა თქვა, რომ 2022 წლის 2 მარტს საქართველომ ხელი მოაწერა მიმართვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი (ICC) რომლის შედეგიცაა, მისი განცხადებით, სწორედ პუტინის წინააღმდეგ გაცემული ორდერი. მისი თქმით, ყალბი იყო ის ბრალდებები, რაც საქართველოს მთავრობის მიმართ მაშინ ისმოდა, რომ "ქართული ოცნება" არ იყო უკრაინის მიმართ სოლიდარული.
ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, რატომ არ შეუძლია პირდაპირ თქვას, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა:
"ჩვენ ვართ პარლამენტში. პარლამენტი გახლავთ საკანონმდებლო ორგანო. აქ ვიღებთ კანონებს. კანონები არსებობს იმისთვის, რომ შემდეგ სასამართლოებმა ამ კანონის საფუძველზე გამოიტანონ ხოლმე გადაწყვეტილებები. ვერ მიგახვედრეთ რას გეუბნებით", - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. მოსკოვი აცხადებს, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,