17/03/23816 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

არსებობს საკმარისი მიზეზები, რომ პუტინი პასუხისმგებლად მივიჩნიოთ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში - კარიმ ხანი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის თქმით, არსებობს საკმარისი მიზეზები, რომ პუტინი პასუხისმგებლად მიიჩნიონ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.
ხანმა აღნიშნა, რომ გამოძიების დროს მისმა ოფისმა დაადასტურა ბავშვთა სახლებიდან და სკოლა-ინტერნატებიდან გამოყვანილი სულ მცირე ასობით ბავშვის დეპორტაციის შემთხვევები. გამოძიების თანახმად, ამ ბავშვებიდან ბევრი შვილად აყვანის მიზნით, რუსეთს გადაეცა.
რუსეთში პუტინის ბრძანებით შეიცვალა კანონმდებლობა, რათა დაჩქარებულიყო რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, რამაც გააადვილა მათი შვილად აყვანა რუსი ოჯახების მიერ.
"ჩემი ოფისის მიერ დამოუკიდებელი გამოძიების პროცესში შეგროვებული და გაანალიზებული მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი სასამართლოს პალატამ დაადასტურა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ პრეზიდენტ პუტინს და ქ-ნი ლვოვა-ბელოვას ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკანონო დეპორტაციაზე. უკრაინელი ბავშვების უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში გადაყვანა ეწინააღმდეგება რომის სტატუტის მუხლებს" - ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.
გარდა ამისა, ICC პროკურატურა აცხადებს, რომ ეს ქმედებები, სხვა საკითხებთან ერთად, ასახავს ბავშვების საკუთარი ქვეყნიდან სამუდამოდ განდევნის განზრახვას. დეპორტაციის დროს უკრაინელი ბავშვები იმყოფებოდნენ ჟენევის მეოთხე კონვენციის დაცვის ქვეშ.
"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დამნაშავეები პასუხისმგებელნი იყვნენ მართლმსაჯულების წინაშე და ბავშვები დაბრუნდნენ ოჯახებში. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ბავშვებს ისე მოეპყრონ, თითქოს ისინი ომის ნადავლი არიან. როგორც გასული წლის მაისში ვთქვი, უკრაინა არის დანაშაულის ადგილი, რომელიც მოიცავს სავარაუდო საერთაშორისო დანაშაულების კომპლექსურ და ფართო სპექტრს. ჩვენ არ მოვერიდებით დაკავების ორდერის შემდგომი მოთხოვნის წარდგენას, როდესაც ამას მოითხოვს მტკიცებულებები", - თქვა ხანმა
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ  ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ოლექსიივნა ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. 
სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI