17/03/23328 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას, აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივას, ახალი ერთიანი ოპოზიციური საბჭოს შექმნაზე იზიარებს და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ქვეყანაში პროგრესის მიღწევა შეუძლებელია:
"ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული რიგგარეშე არჩევნების გარეშე, ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე. ყოველი დღე რუსების ყოფნისა საპარლამენტო უმრავლესობაში, ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში. 
ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ, რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა. 
მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას. 
ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა პირდაპირ მიგვანიშნებდა, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გადარჩენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა. 
ვინაიდან, არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა - ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. 
აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო.
გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს და აჩქარებს მის გამარჯვებას." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გასცდა ლეგიტიმაციის ფარგლებს და საჭიროა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, 16 მარტს და მზადყოფნა გამოთქვა, ოპოზიციურ სპექტრს შეხვდეს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ