17/03/23214 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში, თეატრის დაბომბვიდან ერთი წლის გასვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთის ბოროტების სახელმწიფო პასუხს აგებს თითოეული დაღუპულის გამო. მისი თქმით, შენობასთან გაკეთებული წარწერა "ბავშვები" ნათლად მიუთითებდა, თუ ვინ იყო ოკუპანტის სამიზნე.
ზელენსკიმ თქვა, რომ დადგება დღეს, როცა მარიუპოლს გაათავისუფლებენ, გაათავისუფლებენ მთელ სამხრეთსა და აღმოსავლეთს, ისევე როგორც ეს სხვა ქალაქების შემთხვევაში მოხდა.
"დადგება დღე, როცა ტრიბუნალი შეიქმნება ჩვენი ხალხისთვის სამართლიანობის დასამყარებლად. ტრიბუნალი, რომელიც ამ აგრესორს ისევე დასჯის, როგორც წარსულის აგრესორები დაისაჯნენ.
დადგება დღე, როდესაც უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ჩამდენი პირები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების დარბაზებში. ჩვენ გავწევთ ყველა იურიდიულ სამუშაოს.
ჩვენ მოვახდენთ ყველა საჭირო პარტნიორის მობილიზებას. ეს უკვე კეთდება. ჩვენ ყოველდღიურად ვაახლოებთ სამართალს უკრაინისთვის. ჩვენ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ. გენერალური პროკურორი და მისი აპარატი, უკრაინელი სამართალდამცავები, სპეცსამსახურები, მთავრობა, დიპლომატები, ჩემი სამსახური.
რაშიზმი ვერ დარჩება დაუსჯელ ბოროტებად. თუ რომელიმე ტერორისტს იმედი აქვს სადმე მიმალვას.... ეს მათთვის არ გამოდგება", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, ყველა რაშისტი პასუხს აგებს თოთოეული უკრაინელის სიცოცხლისთვის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA