16/03/23755 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობის წევრები მოკლე საბელზე ჰყავს, მაგრამ ურჩევნია, რომ კი არ გადაიკიდოს ეს ხალხი, რბილად „მოქესტოს“, თუ ამის საჭიროება გაჩნდება

ბიძინა ივანიშვილი ახლა ამათ [სახელისუფლებო გუნდის წევრებს] შანსს აძლევს, რომ სიტუაცია გადატეხონ და თუ ვერ გადატეხეს, ჩარეცხავს და სხვას მოიყვანს, რა პრობლემაა?! – ესენი, ყველა მოკლე საბელზე ჰყავს, მაგრამ ურჩევნია, რომ კი არ გადაიკიდოს ეს ხალხი, რბილად „მოქესტოს“, თუ ამის საჭიროება გაჩნდება, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გარკვეულწილად ცდილობს, წაუგებელი თამაში ითამაშოს და თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიტუაცია „ვერ გადატეხეს“, ივანიშვილი მათ გაუშვებს.
ამასთან, როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდის წევრებზე კომპრომატები აქვს.
„ამათ სიტუაცია თუ ვერ გადატეხეს, ბიძინა კი არ ეჩხუბება, ეტყვის, „ბიჭებო აი, ნახეთ, არ გამოდის რაღაცა ეს ამბავი და იქნებ მოდი ახლა ასე გავაკეთოთ. შენ - ოქროს პარაშუტი, შენ - ბრილიანტის პარაშუტი, ცოტა ხანს თქვენ გაიწიეთ და მე ვიჩალიჩებ“. ასე რბილად გაუშვებს, მაგრამ ამასთანავე, მას მათრახიც აქვს. „დაფაილებული“ ერთზეც და მეორეზეც იმდენი აქვს... მას ხომ დოსიე აქვს შექმნილი ყველასა და ყველაფერზე. ეს 10 წელი ტყუილად კი არ იჯდა. ესენი, ყველა მოკლე საბელზე ჰყავს, მაგრამ შემთხვევითობისგან თავი რომ დაიზღვიოს, მაინც ურჩევნია, რომ კი არ გადაიკიდოს ეს ხალხი, რბილად „მოქესტოს“, თუ ამის საჭიროება გაჩნდება,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება 7-9 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციებს - როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ შეეშინდა, რომ პროცესები უმართავი გახდებოდა და უკან სწორედ ამის გამო დაიხია.
ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის, მესამე სექტორის, დასავლეთის რეაქცია გათვლილი ჰქონდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა ახალგაზრდების ფაქტორზე, რამაც ისინი შოკში ჩააგდო.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები სახის შენარჩუნებას ცდილობენ.
„ცდილობენ, რომ ცხვრის ტყავში გაეხვნენ იმიტომ, რომ ლაპარაკობენ ჰუმანურობაზე, „კავკასიური ცარცის წრეზე“, რომელიც 80% არც არის ამ სპექტაკლზე ნამყოფი, წიგნებიც არ აქვთ წაკითხული, თვითონ აღიარებენ,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად სისტემის სტაბილურობის დაკარგვის ეშინია და შესაბამისად, მას საზოგადოებაზე რევანში სჭირდება, რომ იგივე კალაპოტში დაბრუნდეს.
„ამიტომ ისინი მოსინჯვას აკეთებენ სხვადასხვა მიმართულებით, თუ სად განახორციელონ თავიანთი რევანშისტული მოქმედებები. ათას სიგიჟეს მოიფიქრებენ და ცნობილი „კაგებეშნიკური“ ტექნოლოგიებით იმოქმედებენ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA