16/03/23531 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები ბახმუტის აღების მცდელობას არ წყვეტენ - უკრაინელებმა გასულ დღეს მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერიეს

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერმა, ბოლო დღის განმავლობაში, სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, კერძოდ, ქალაქ ხარკოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. მტერმა ასევე 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 79-ჯერ გახსნეს.
„მტრის თავდასხმის ალბათობა ჩვენი სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათი ინფორმაციით, რუსული ძალები ბახმუტის აღების მცდელობას არ წყვეტენ.
„მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორკის მიმართულებებზე. ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებებით 75-ზე მეტი შეტევა განახორციელეს. ჩვენმა დამცველებმა ყველა მათგანი მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY