16/03/23684 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მნიშვნელოვანია სანქციების თემა, ვაპირებთ მასალები მივაწოდოთ" - 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ სტრასბურგში შეხვედრები გამართა

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ სტრასბურგში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრები გამართა. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან. "სტრატეგია აღმაშენებლის", "ნაციონალური მოძრაობის", "დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას ევროპარლამენტარების დიდი მხარდაჭერა აქვს,  თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები ხედავენ იმასაც, რომ ხელისუფლება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. 
"ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ძალიან სასიამოვნოა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასე ერთად ჩამოვიდნენ აქ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ არსებული სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები, იმიტომ რომ უკვე ძალიან ნათლად ვხედავთ - ქართველ ხალხს აქვს ძლიერი სურვილი, შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობა კი ყველაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა ამ გზაზე. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები უცხოეთის აგენტების კანონის სახით და მე კიდევ ველოდები მსგავს პროვოკაციებს. ასევე ვხედავთ, რომ პროდასავლურ ოპოზიციას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ქართველი ხალხის ამ სურვილის ასასრულებლად. რა გამოვა აქედან, როგორ დასრულდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები, ეს ყველაფერი განვიხილეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, ასევე ჩვენი ინტერესია - ვნახოთ ოპოზიცია როგორც რეალური ალტერნატივა", - თქვა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა. 
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა ფიქრობს, როგორ არ დაისაჯოს ქართველი ხალხი, რომელიც ევროპისკენაა მიმართული. მისი თქმით, ოპოზიციის მიმართ მთავარი მოთხოვნაა შენარჩუნდეს ერთიანობა. 
"იქნება დელეგაციები რომლებიც საქართველოში ჩამოვა, იქნება კონკრეტული გზავნილები და ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან", - ამბობს ვაშაძე. 
"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საუბარი შეეხო სანქციების თემასაც:
"ჩვენ ვაპირებთ მათ შორის მასალა მივაწოდოთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის აღმასრულებელ ნაწილში, როგორც "ალტ ინფოს" და მსგავსი ჯგუფების გადაადგილების შეზღუდვის საკითხებზე, ასევე, ზოგადად ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირების თემაზე".
საქართველოდან ჩასული დელეგაცია შეხვედრებს, სტრასბურგის შემდეგ ბრიუსელში, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებშიც განაგრძობს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY