08/05/202 218 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - ელჩის გამოწვევა გარდა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური დემარშია, ასევე განხილვის საშუალებას იძლევა

გაურკვეველია ის ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა იმის მიუხედავად გადადგა, თუ რა შედეგი დატოვა სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოში: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი საქართველოს ბევრი მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, ვოლსკი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს არარსებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს „დამამცირებელი პოზიციაა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინის პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, თუნდაც ამ არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნამ ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ხინჯი შეიტანა. ელჩიც ჩამოვა. მისი გამოწვევა გარდა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური დემარშია, ამასთანავე, დეტალური განხილვის საშუალებას იძლევა, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისთვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა. ამასთან, იგი სასამართლოს მიერ კონკრეტულ დანაშაულებებშია ბრალდებული. მოკლედ ბევრი შეუსაბამობაა: პოზიციის არარსებობა, „ნაციონალური მოძრაობის“ ჟივილ-ხივილი ამ გაუგებარი დანიშვნით, მაღალ თანამდებობაზე პოლიტიკური სპექტრის მიერ მკაცრი უარის თქმა - ეს ყველაფერი განაპირობებს იმ აუცილებლობას, რასაც ჰქვია ელჩის საკონსულტაციოდ უკან გამოწვევა.
როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს თავის საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების და ქვეყნების მიმართ. შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა ყალიბდება ამ ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით. ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა განპირობებულია გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით. ამ სისტემაში, მით უმეტეს, გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა იმის მიუხედავად გადადგა, თუ რა შედეგი დატოვა სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოში: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი საქართველოს ბევრი მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY