09/03/23408 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ალაფიშვილი - პროცესის დასრულება მხოლოდ იმით შეიძლება, კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ და მეორე მოსმენით ჩააგდონ, სხვა შემთხვევაში, მისი გაგრძელება იურიდიულად ნებისმიერ დროს შეიძლება

პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევას ამ წესით, განცხადებით - ყველაფერი ერთად მაფიქრებინებს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგება და არა რეალურად უარის თქმა ამ რუსულ კანონზე, - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ საპარლამეტო უმრავლესობა ე.წ. აგენტების შესახებ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს გაიწვევს.
როგორც ალაფიშვილი განმარტავს, რეალურად პროცესის დასრულება მხოლოდ იმით შეიძლება, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ და ინიციატორებმა და მხარდამჭერებმა აღნიშნული კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით ჩააგდონ. თუმცა, ალაფიშვილის აზრით, გამომდინარე მმართველი გუნდის განცხადებიდან, სადაც ისინი კანონპროექტის საჯარო განხილვებზე საუბრობენ, სავარაუდოა, რომ კანონპროექტის ჩაგდებას არ აპირებენ და უბრალოდ დროს იგებენ.
„პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინეებს პირველი მოსმენით მიღებული, კენჭნაყრელი კანონპროექტის გაწვევას ამ წესით, როგორც ეს გააკეთეს მისმა მხარდაჭერებმა დღევანდელი განცხადებით, მითუმეტეს, როდესაც განცხადებაში საუბარია განხილვებზე. რეალურად, რითიც შეიძლება პროცესი დასრულდეს ისაა, რომ ინიციატორებმა საკომიტეტო და პლენარულ კენჭისყრებზე, განხილვების გარეშე კენჭისყრით ჩააგდონ, ანუ წინააღმდეგ მისცენ ამ კანონპროექტს ხმა და ვენეციის კომისიიდანაც გამოიწვიონ. სხვა შემთხვევაში კანონპროექტის ასე გაწვევა არ ხდება და მისი გაგრძელება იურიდიულად ნებისმიერ დროს შეიძლება. მითუმეტეს, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე საკმაო დრო არის.
თუ კენჭისყრით წინააღმდეგ არ მისცეს ხმა, ეს ნიშნავს, რომ ისინი იგებენ დროს, პროტესტის გადაგორებით ზაფხულისთვის, როდესაც შეიძლება უკვე იყოს ვენეციის კომისიის დასკვნაც, ან არც დაელოდონ ამ დასკვნას და საგაზაფხულო სესიის ბოლოში სასწრაფოდ უყარონ კენჭი მეორე და მესამე მოსმენით და მიიღონ კიდეც. შესაძლოა, ე.წ. დროის მოგების პერიოდში სხვადასხვა მეთოდით შეეცადონ პოლიტიკური ოპინენტების განეიტრალებას, მათი საპროტესტო მუხტის კიდევ უფრო ჩახშობას.
არ აპირებენ ამას [ჩაგდებას]. მკაფიო დასკვნის გაკეთება რთულია, თუმცა მათ კარგად იციან, რა წერია რეგლამენტში, რომ ამ წესით არ ხდება გაწვევა. მეორე საკითხია ის, რომ განცხადებაში განხილვებზე საუბრობენ, ეს მაფიქრებინებს, რომ ისინი დროის მოგებას ცდილობენ. რაც მთავარია, ამგვარი საჯარო განცხადებებით, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე მოიტყუეს არაერთხელ და ნდობა ამგვარი განცხადებების მიმართ დაბალია. მხედველობაში მაქვს ის, რომ თქვეს, ორივე კანონპროექტს განვიხილავთ, კენჭს ვუყრით და მერე გავაგზავნით ვენეციის კომისიაშიო, რაც არ გააკეთეს; 9-ში განვიხილავთო და 7-ში განიხილეს და ერთს, რუსულს უყარეს კენჭი. შესაბამისად, მათი საჯარო განცხადებები ამ პროცესთან დაკავშირებით ნულთან გათანაბრებული სანდოობით სარგებლობს. ამდენად, ყველაფერი ერთად მაფიქრებინებს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროის მოგება და არა რეალურად უარის თქმა ამ რუსულ კანონზე“,- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY