09/03/23408 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"კანონპროექტი ეწინააღმდეგება EU-ს ღირებულებებს და ეს ხდება მაშინ, როცა ველოდებით კანდიდატის სტატუსს" - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და რუსულ კანონს გამოეხმაურა. ზურაბიშვილის თქმით, ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
"ძალიან ნათელია, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს არ სურს ამ გზაზე წასვლა. ყოველთვის ასე ხდებოდა ისტორიის განმავლობაში, როცა კითხვას სვამდნენ, მოსახლეობის პასუხი ერთადერთი იყო, რომ ჩვენ გვინდა ევროპა. ევროპა, რომელიც არის ჩვენი მომავალი და ჩვენი ღირებულებების შესაბამისია. ის, რაც ახლა ხდება, კანონპროექტს, რომელზეც უკვე ვთქვი, რომ ვეტოს დავადებ, ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება და ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას. მასზე უარი რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, მაშინ როცა უკრაინამ და მოლდოვამ ეს ყველაფერი მიიღო. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი გზაჯვარედინია ჩვენი მომავლისთვის, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი შვილების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას გავაკეთებთ უახლოეს კვირებსა და დღეებში. ხალხი კი ამბობს, რომ მათ სურთ ევროპა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA