08/03/23548 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

“ქართული ოცნების” სპეცოპერაციას ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება" | ნიკა გვარამია

“ქართული ოცნების” სპეცოპერაციას სახელად “კონსტიტუციური გადატრიალება” ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება", - ამის შესახებ მთავარი არხის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომლითაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს. 
გუშინ დიდი დღე იყო.
“ქართული ოცნების” სპეცოპერაციას სახელად “კონსტიტუციური გადატრიალება” ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება. თავისუფლებით გალახული “ქართული ოცნება” უკვე დარწმუნებულია საკუთარი მარცხის გარდაუვალობაში და ჩვენ მას უნდა “დავეხმაროთ”, რომ ეს უფრო კარგად გააცნობიეროს. დავეხმაროთ უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და თავხედური გამბედაობით. ზუსტად ეს თვისებები აქვს გუშინდელი აქციის უდიდეს უმრავლესობას, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობებს. და თითოეულმა ჩვენთაგანმა, პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა ეს მათგან უნდა ისწავლონ, მათ უნდა მიბაძონ. სწორედ ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენგან, საბჭოთა კავშირში დაბადებულთაგან უნდა გადაიბაროს ეს ქვეყანა და უკანმოუხედავად, შეუჩერებლად იაროს წინ, ნათელი დასავლური მომავლისკენ. ჩვენი ისტორიული ვალდებულებაა მათ თავისუფალი და ევროპული საქართველო გადავაბაროთ, რადგან დამონებულ რუსულ საქართველოს ეს გოგოები და ბიჭები უარს ეუბნებიან დღეს და, უკვე ქალები და კაცები, უარს ეტყვიან ხვალაც.
პერსონალური მადლობა ყველა სპორტსმენს, ვინც თავისი გამბედაობით და პატრიოტიზმით აღადგინა ქართული სპორტის სამოქალაქო ღირსება, რომელსაც ასე მიზანმიმართულად ანგრევენ “ოცნების” ზონდერებად ქცეული სპორტული ფსევდო-ელიტები. ამ მხრივ ყველაზე სიმბოლური “დინამოს” პოზიციაა, რომელმაც კვლავ დაგვარწმუნა, რომ ის არა უბრალოდ დიდი საფეხბურთო ისტორიის გუნდია, არამედ ქართული კულტურული კოდის მატარებელი ეროვნული სიმბოლო. ამით დღევანდელმა “დინამომ” გაიმეორა 1981 წლის “დინამოს” გმირობა.
“დინამო, დინამო, დინამო!
გამარჯვება, ბიჭებო!”…და გოგოებო.
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან, - წერს ნიკა გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY