08/03/23363 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებას“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უკან გაწვევისა და გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ, რისთვისაც 1-საათიან ვადას აძლევენ

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას 2 მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააჟღერა.
უფრო კონკრეტულად, ვაშაძის განმარტებით, მოთხოვნები შემდეგია: "დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და ყველა პირი, რომელიც გუშინ უკანონოდ დააპატიმრეს, გათავისუფლდეს".
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად 1-საათიან ვადას აძლევენ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საზოგადოებას შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს გააცნობენ.
„აი, ეს ხელები არის ჩვენი ერთიანობის და ჩვენი ერთ მუშტად შეკვრის ნათელი გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ზუსტად ერთი საათი ველოდებით რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, განცხადება გააკეთონ, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლებს გუშინ დაკავებულ ადამიანებს, სხვა შემთხვევაში ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე. თუ ერთ საათში არ მივიღებთ პასუხს, მაშინ გამოვაცხადებთ კონკრეტულ ნაბიჯს, რაც უნდა გადავდგათ. აქედან მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - გონს მოეგე და დათანხმდი ქართლ ნებას! დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ეს რუსული კანონი პარლამენტიდან.!“, - განაცხადა ვაშაძემ.
აქციის მონაწილეებმა ვაშაძეს ხელის აწევით დაადასტურეს, რომ მოთხოვნებს ეთანხმებიან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.