08/03/2397 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გუშინ ნაციონალური მოძრაობის დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის დაშლას ეხმაურება და "რადიკალურ ოპოზიციასა" და "მედიას" ადანაშაულებს საზოგადოების დარწმუნებაში, რომ "ამერიკული კანონი" რუსულია.
კობახიძემ სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა "გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის".
და "გულისტკივილი" გამოთქვა მშვიდობიანი მომიტინგეების გამო, რომლებმაც დაზიანება მიიღეს.
"რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა ეს ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა. რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე, თუ 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის დავალებით სამართალდამცავებზე ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ, იმავე ნაციონალური მოძრაობის დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე", - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA