07/03/23186 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - ვინც ჯერ კიდევ სახლში ხართ, გამოდით გარეთ! გადამწყვეტი ბრძოლა უნდა დავიწყოთ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მოსახლეობას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, არცერთი წუთი დასაკარგი არ არის და მოსახლეობამ პარტიული ინტერესები უნდა დაივიწყოს, რადგან საქართველო გადასარჩენია.
„მე მინდა, საგანგებოდ, მივმართო საზოგადოებას - ყოველგვარი პარტიული მიკერძოებები და გემოვნება გვერდით გადადეთ იმიტომ, რომ ვკარგავთ ქვეყანას, სამშობლოს და ახლა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მომავალი და შვილების ბედი თითოეული ქართველის ხელშია. ახლა შვიდს 25 წუთი აკლია და ვინც ჯერ კიდევ სახლში ხართ, გამოდით გარეთ! გადამწყვეტი ბრძოლა უნდა დავიწყოთ „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ! არცერთი დღე, არცერთი საათი და წუთი დასაკარგი არ გვაქვს. იცით, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში საუბრობენ და გარკვეული ხედვები აქვთ, მაგრამ თქვენ ყველა პარტია უნდა დაივიწყოთ. ყველაზე დიდი პარტია ახლა ჩვენი სამშობლოა და ის გადასარჩენია. ჩვენი ქვეყანა იღუპება. ყველაფერი დანარჩენი, რასაც შემოგაჩეჩებენ, ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ინტერესებს ემსახურება. ეს ბრძოლა გამარჯვებამდე ქართველ ხალხთან ერთად უნდა მოვიპოვოთ. არავინ დარჩეთ სახლში და ტელევიზორებთან, ვისაც შეგიძლიათ, დღესვე გამოდით და ყოველდღიურ რეჟიმში ვიბრძოლოთ პუტინისტების წინააღმდეგ!“ - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA