07/03/23168 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხვალ, ზეგ, მაზეგ იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა გაჩერდეს სანამ არ გავიმარჯვებთ - მელია

"ხვალ, ზეგ, მაზეგ იწყება  პროცესი, რომელიც არ უნდა გაჩერდეს სანამ არ გავიმარჯვებთ" - ამბობს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია,რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
მელიას თქმით, რუსული კანონპროექტის დამტკიცება არამხოლოდ მისი მხარდამჭერების მხრიდან იქნება ღალატი, არამედ იმ ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ამას დაუშვებენ:
"დღეიდან, როგორც არ უნდა დამთავრდეს, მივაღებინებთ თუ არ მივაღებინებთ და არ მივაღებინებთ, ხვალ, ზეგ, მაზეგ იწყება  პროცესი, რომელიც არ უნდა გაჩერდეს სანამ არ გავიმარჯვებთ. ამიტომ ვისაც აქვს შესაძლებლობა, სამსახურების დასრულების შემდეგ უნდა შემოუერთდეს ქართველ ხალხს, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ...
დღეს ევროპული და ეროვნული ინტერესი არის ერთი და იგივე. ეს უნდა გავიგოთ და ყველა სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს....
მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ ახლა ამის დრო  არ არის. გამჭვირვალობაზე საუბრობენ უტიფრად და თან დაგვცინიან, ჰყვებიან, რომ  ეს კანონი ემსახურება გამჭვირვალობას და ვინ ამბობს ამას, ის გუნდი, რომელიც არაგამჭვირვალედ იმართება, თავიდან ბოლომდე კულისებიდან. ღალატი არამარტო მათი  მხრიდან იქნება ჩადენილი, თუ ამ კანონს მიიღებენ და თავიანთი გაუვათ, არამედ ჩვენს მიერაც იქნება ღალატი ჩადენილი, თუ ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ" - ამბობს ნიკა მელია 
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, სადაც "ოცნების" რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. დოკუმენტის პირველი მოსმენით განხილვა ამ წუთებში პარლამენტის სასესიო დარბაზში მიმდინარეობს.
 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY