07/03/23488 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო „ქართული ოცნება“ კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?!

ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო „ქართული ოცნება" კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?! - სპეცსამსახურები ატარებენ პარლამენტის სხდომას. ხედავთ, რომ არა პარლამენტის მანდატური, არამედ სპეცდანიშნულების რაზმია. მე ქვემეხი არ მაქვს რომ დავუპირისპირდე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, მან ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, ყველამ ერთად უნდა შეუშალოს ხელი ამ კანონის მიღებას.
„დიდი ხანია, რაც საზოგადოებამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ სიტყვას ფასი არ აქვს. კიდევ ერთხელ მოიტყუეს, იციან, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმშია. სავარაუდოდ, აკვირდებოდნენ ვიქნებოდით თუ არა წარმოდგენილები პარლამენტში, როგორც კი ნახეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში, მოდი დრო ვიხელთოთ და სწრაფად მივიღოთ ეს კანონიო. ესენი ამას გააკეთებენ. არათუ მე, ყველამ ერთად უნდა შევუშალოთ ხელი ამ კანონის მიღებას, ქვეყნის გარუსებას. დაყოფას უნდა მოვრჩეთ ყველა სფეროში. არასამთავრობო სფეროში, პოლიტიკასა და მედიაში. ვაპირებთ ბრძოლას და მოქმედებას. მნიშვნელოვანია სახალხო პროტესტი. მოყვანილი ჰყავთ ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლები, გდდ-ს თანამშრომლები, იმიტომაც არის, რომ დადიან აჯაჯულ-დაჯაჯულები. ეს ხალხი კონსტიტუციას არღვევს, როცა რუსული კანონი შემოაქვთ.
მდინარაძეს ვუსმინე, დღეს გახვართქლული ამტკიცებდა, რას ლაპარაკობთო. პუტინის რუსეთში ხომ ასე იციან, შავზე ამბობენ თეთრიაო და შემდეგ ყველა იმეორებს. ასე აკეთებენ. ე.ი. 27 ქვეყნის მთავრობა გაგიჟდა, ამერიკელები გაგიჟდნენ და მარტო "ქართული ოცნება" კითხულობს ამ კანონს ამერიკულად?!
სპეცსამსახურები ატარებენ პარლამენტის სხდომას. ხედავთ, რომ არა პარლამენტის მანდატური, არამედ სპეცდანიშნულების რაზმია. მე ქვემეხი არ მაქვს, რომ დავუპირისპირდე. ხედავთ, რომ იარაღები აქვთ. ეს ქვეყანა ყველას დასაცავია, ნუ ელოდებით სტრატეგიას და გეგმას. ზვიად გამსახურდია რომ იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, გაწერილი გეგმა და ტაქტიკა არ არსებობდა, არსებობს ხალხი. ხალხშია ძალა“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა, რომელიც კომენტარის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზში შევიდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA