07/03/23173 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც აქ შეიყუჟნენ და ცდილობენ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც აქ შეიყუჟნენ და ცდილობენ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა,- ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყოს.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მალულად მოკლას ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების შანსი.
„მინდა მივმართო გარეთ შეკრებილ ადამიანებს და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახლა სახლში ხართ. დღეს, ამ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მალულად მოკლას თქვენი შანსი იცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც აქ შეიყუჟნენ და ცდილობენ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა. რაც მთავარია, ოპოზიციის დიდ ნაწილს დარბაზი ჩაუკეტონ. ბოიკოტის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია ყველა პოლიტიკოსს და ვინც მოინდომებს ამ დარბაზში შემოსვლას, გირჩევთ ყველას გაუხსნათ კარი.
ფარსი რომ იყო თქვენი სახალხო დამცველის დანიშვნის პროცედურა ახლა აჩვენეთ. ამას საერთო ევროკავშირის მოთხოვნებთან არ აქვს“,- აღნიშნავს სამადაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY