07/03/23241 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსული კანონი გააქვთ! ყველა გარეთ! - პარლამენტთან საპროტესტო აქციები ჩაინიშნა

საქართველოს პარლამენტთან მორიგი აქცია ჩაინიშნა. ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება შეცვალა და "რუსული კანონპროექტის" განხილვა პლენარულ სხდომაზე დღესვე დაიწყო. გუშინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საკითხს პლენარულზე ხუთშაბათს გაიტანდნენ.
ამ წუთებში სხდომათა დარბაზში განხილვა უკვე მიმდინარეობს, სხდომაზე ოპოზიციის ნაწილი არაა, რადგან მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ განხილვა ხუთშაბათს გაიმართებოდა.
"საქართველოს ხელისუფლება ისევ გვატყუებს.
როგორც ჩანს, იმდენად მტკიცეა ნება, მიიღონ რუსული კანონი, ხელისუფლებამ ტყუილისა და გაიძვერობის ხერხს მიმართა. მათ იცრუეს, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, თუმცაღა როგორც კი შენიშნეს, რომ პარლამენტის ტერიტორიიდან ხალხმა წასვლა დაიწყო, მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა კანონპროექტის დღესვე განხილვის შესაძლებლობა.
ერთადერთი, რაც მას ამ პროცესში აფერხებს, სახალხო პროტესტი და ტალღაა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მათი სიმხდალე. ერთადერთი, რასაც ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, თქვენი ყოფნაა აქ, იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს, რუსული კანონის განხილვა აღარასდროს დაბრუნდეს დღის წესრიგში.
მოდი აქ, რათა ხმამაღლა ვუთხრათ ჩვენი მტკიცე #არარუსულკანონს. ნურავის მივცემთ უფლებას, წაგვართვას მომავალი, დაგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე", - წერენ აქციის ორგანიზატორები. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY