07/03/23384 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინაში მებრძოლი ხუთი ქართველი ჯარისკაცი რუსეთმა საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 
უწყება ამბობს, რომ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებულ ხუთ მოქალაქეს წარსულში რუსეთმა დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მათივე ინფორმაციით, მათ მოპოვებული აქვთ მტკიცებულებები უკრაინის მხარეს მებრძოლი "ქართული ნაციონალური ლეგიონის" კიდევ 3  წევრის შესახებ, რომლებსაც იგივე ბრალდება აქვთ წაყენებული.
"უკრაინელების მხარეს დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში, გამოძიებამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებსაც წარსულში დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან ერთად, მოპოვებულია მტკიცებულებები "ქართულ ნაციონალურ ლეგიონში" საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის მონაწილეობის შესახებ, მათაც მსგავსი ბრალდებები აქვთ წაყენებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყება განმარტავს, რომ ამ დროისთვის ისინი "უცხო ქვეყნებიდან დაქირავებული მებრძოლების" დაჭერისთვის საჭირო მონაცემებს აგროვებენ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.