07/03/23273 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ევროპარლამენტმა გვითხრა, რომ სააკაშვილი მათი აგენტია და არ აინტერესებთ ჩვენი დამოუკიდებლობა - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მისი აზრით, ევროპარლამენტარებს არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ღარიბაშვილის მტკიცებით, რეზოლუციის ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი "აგენტია" და ამიტომ ითხოვენ მის გათავისუფლებას.
"მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე კვირის წინ მიღებულ სამარცხვინო რეზოლუციას, ევროპარლამენტის, რითაც რეალურად ამ ადამიანებმა ქართველ ხალხს და ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ადამიანი, ბატონი სააკაშვილი, არის მათი აგენტი, მათი მსახური იყო, მათ უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, მათ არ აინტერესებთ, რომ ეს ბატონი სააკაშვილი ჩაგრავდა, აწამებდა, კლავდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, იყო სრულად დახშული მედია თავისუფლება, არცერთი მედია არ არსებობდა, ამ ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ამ კაცმა და მისმა ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაულები, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელიც ლამის მოკლეს, უშუალოდ დადასტურებულია, რომ სააკაშვილის მითითებით მოკვდა, არ აინტერესებთ რეალობა, რომ ტვ იმედი, რომელიც დაარბიეს და ძალადობრივად წაიღეს, მიისაკუთრეს, არც ის აინტერესებთ, რომ ბატონი სააკაშვილი ჩამობრძანდა, რა თქმა უნდა, უკანონო გზით შემოვიდა, დაარღვია მან კანონი და აპირებდა, უნდოდა რევოლუციის მოწყობა, სისხლიანი დარბევები და ადამიანების დახოცვა. 
აი ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, მათ გვითხრეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი არ გვაინტერესებს, არც თქვენი დამოუკიდებლობა, არც თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, ეს კაცი იყო ჩვენი მსახური, ჩვენი აგენტი, და უნდა გამოუშვან ციხიდან. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ეს დაიმახსოვროს ყველამ კარგად", -თქვა ღარიბაშვილმა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY