28/02/231 100 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიმიტრი პესკოვი - მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის განცხადებები, რომ გააგრძელებენ პუტინთან კომუნიკაციას, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან, თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი ღიაა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისგან, ან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ასეთ კომუნიკაციასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, არანაირი ინიციატივა არ წამოსულა, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რასაც ისინი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე აკეთებენ.
პესკოვს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა მოსკოვი ახლა დიალოგისთვის მზად იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერები, როგორიცაა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, აცხადებენ, რომ რუსეთთან კონტაქტი არ უნდა დაიკარგოს.
„პრეზიდენტი პუტინი იყო და რჩება ღია ნებისმიერი კონტაქტისთვის, რომელსაც ამა თუ იმ გზით შეუძლია დაეხმაროს რუსეთს საკუთარი მიზნების მიღწევაში. სასურველია მშვიდობიანად, მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ როცა ეს შეუძლებელია, ასევე სამხედრო გზით, რასაც ახლა ვხედავთ. ჩვენ მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის ბევრი განცხადება, რომლებმაც განაცხადეს, რომ გააგრძელებენ პუტინთან კომუნიკაციას, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან. თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. ჩვენ მოვისმინეთ მაკრონის ხუთი-ექვსი განცხადება იმის შესახებ, რომ მზადაა, დაურეკოს პუტინს და ისაუბროს, მაგრამ ეს ყველამ უნდა იცოდეს: არანაირი მოთხოვნა ან ასეთი საუბრის შესაძლო ვადების შემუშავება არ განხორციელებულა“, - აღნიშნა პესკოვმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.