დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვას არ აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას მიესალმება, თუმცა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსის განხილვას არ აპირებს
"ჩვენი მხრივ მივესალმებით საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას, რაც მოიცავს აფხაზეთის იზოლაციის პრობლემის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური საკითხების განხილვას, რაც პირდაპირ კავშირშია ჰუმანიტარულ თანამშრომლობასთან. ამავე დროს განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსის თემა, რომელიც ემყარება აფხაზი ხალხის სურვილს და ასახულია აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში, არ წარმოადგენს განხილვის საკითხს",- აღნიშნულია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.