07/02/23322 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

WHO: თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 1,4 მილიონი ბავშვია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] განცხადებით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 
მათივე ინფორმაციით, დაზარალებულებს შორის 1,4 მილიონი ბავშვია.
ჯანმო თვლის, რომ სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია სირიაში, ვიდრე თურქეთში, რადგან სირიისგან განსხვავებით თურქეთს აქვს იმის რესურსი, რომ კრიზისს გაუმკლავდეს.
"ეს კრიზისი ქვეყანაში უკვე არსებულ რამდენიმე კრიზისს დაემატა", - ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ სირიაში მიწისძვრამდეც არსებობდა ჰუმანიტარული კრიზისი სამოქალაქო ომისა და იქ გავრცელებული ქოლერას ეპიდემიის გამო.
უკანასკნელი მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრების შედეგად 5,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, თურქეთში დადასტურდა 3,419 ადამიანის დაღუპვა, ხოლო სირიაში დადასტურდა 1,600-ზე მეტის.
თურქეთში დაღუპულთა შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA