07/02/23456 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საზოგადოებას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია" - კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამას საზოგადოებისგან "უმძიმესი რეაქცია ექნება".
"[სააკაშვილის შეწყალება] მისი გადასაწყვეტია, სამართლებრივად ეს ასეა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე. მეც მექნებოდა და მექნება ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე, რადგან თეორიულად ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს იქნებოდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნებოდა ჩემი რეაქცია და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ასეთ თეორიულ შემთხვევაზე ექნება ძალიან მძიმე რეაქცია", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქალაქო სასამართლომ მიხეილს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
სალომე ზურაბიშვილის პოზიცია კვლავ უცნობია - დღეს პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
გასულ კვირას Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის კონტექსტში ჰკითხეს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალი ინდივიდუალურ შემთხვევაზე იქნება დამოკიდებული.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York