06/02/23746 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ეს არ არის ევროპული გზა, ეს უფრო სასიკვდილო განაჩენია" | პეტრას აუსტრევიჩუსი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. წერს, რომ მიღებული გადაწყვეტილება "არ არის ევროპული გზა, ეს უფრო სასიკვდილო განაჩენია ოპონენტისთვის". 
"თბილისის სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება და თანაგრძნობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ, რომელიც მძიმედ ავად არის. ეს არ არის ევროპული გზა, ეს უფრო სასიკვდილო განაჩენია ოპონენტისთვის" - წერს პეტრას აუსტრევიჩიუსი.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. 
მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY