06/02/23688 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინის რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიოს პარლამენტებს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

უკრაინის რადამ კენჭი უყარა და დაამტკიცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელობის რეზოლუცია, სადაც ისინი მოუწოდებენ მსოფლიოს პარლამენტებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს.
მანამდე კი დღესვე, 6 თებერვალს, უკრაინის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტმა განიხილა რეზოლუციის პროექტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
აღნიშნული დადგენილების პროექტი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანას ეხება, ის 3 თებერვალს დარეგისტრირდა. ამ პროექტის ინიციატორი დეპუტატი ელენა შულიაკია.
კანონპროექტის განხილვის შედეგების საფუძველზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება გაუწიოს მას რეკომენდაცია, რომ რადამ აღნიშნული რეზოლუციის პროექტი შეიტანოს სესიის დღის წესრიგში და მიიღოს ის ტექნიკრი და სამართლებრივი ცვლილებების გათვალისწინებით.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA