04/05/201 772 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იტალია და ესპანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას განაგრძობენ

დღეს იტალიაში 4.4 მილიონი ადამიანი საუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა. დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც ქარხნების, საწარმოების, სამშენებლო კომპანიების და გარკვეული სავაჭრო ობიექტების მოხსნას ითვალისწინებს. თუმცა, აღნიშნული ობიექტების მფლობელებმა უნდა უზრუნვეყონ სოციალური დისტანცია. იტალიელებს საკუთარ საცხოვრებელ რეგიონებში უფლება მიეცათ საკუთარი ახლო ნათესავები მოინახულონ და სასეირნოდ გავიდნენ. შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა სამგლოვიარო ცერემონიებზეც, მათზე მაქსიმუმ 15 პირს შეეძლება დასწრება.
რაც შეეხება ესპანეთს, აქ შეზღუდვების მოხსნის თავდაპირველი ფაზა დაიწყო, რომელსაც „ნულოვანი ეტაპით“ მოიხსენიებენ. დღეიდან გაიხსნა გარკვეული სავაჭრო ობიექტები და თმის სალონები. ესპანეთში გაიხსნა კვების დაწესებულებებიც, საიდანაც საჭმლის წაღება იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, იტალია და ესპანეთი ევროპის პირველი ქვეყნები იყო, რომლებიც კორონავირუსისგან მძიმედ დაზარალდა. ესპანეთში, საერთო ჯამში კორონავირუსის 245 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო იტალიაში-210 717. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ, ისინი აშშ-ის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA