რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ადეკვატური იარაღით - ზელენსკი თავდასხმებზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში თქვა, რომ რუსეთის ახალი მასიური სარაკეტო თავდასხმები ადასტურებს, რომ კიევს სჭირდება ადეკვატური იარაღი. მისივე განცხადებით, იარაღთან ერთად აუცილებელია ახალი სანქციები, რომელიც ამ შეთმთხვევაში პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღია.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტების უმეტესობა და "შაჰიდის" დრონები, მაგრამ თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი.
"დღეს ჩვენ გავუძელით მორიგ მასიურ ტერორისტულ სარაკეტო თავდასხმას. დარტყმა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორებთან: ეს რუსული აგრესია შეიძლება და უნდა შეჩერდეს მხოლოდ ადეკვატური იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს", - თქვა ზელენსკიმ.გარდა ამისა, ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც რუსებს პასუხს აგებინებს ყველა იმ ომის დანაშაულზე, რაც უკრაინაში ჩაიდინეს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტების უმეტესობა და "შაჰიდის" დრონები, მაგრამ თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი.