24/01/23820 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

WSJ: ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინას "აბრაამის" ტანკები გაუგზავნოს

ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ უკრაინას აბრაამის ტიპის ტანკების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაუგზავნოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. 
როგორც გამოცემა განმარტავს, გადაწყვეტილება ერთგვარი დიპლომატიური ნაბიჯია გერმანიის წახალისებისთვის, რათა მანაც გადადგას ნაბიჯი და უკრაინას მისი წარმოების "ლეოპარდის" ტიპის ტანკები გაუგზავნოს და სხვა ქვეყნებსაც მისცეს ამის უფლება.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ტანკს გაუგზავნის ამერიკა უკრაინას.
WJS-ის ცნობით, თეთრი სახლი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
მოსალოდნელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 17 იანვარს ამერიკის პრეზიდენტ  ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის გამართული შეხვედრა, სადაც ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის "აბრაამის" ტანკების გადაცემის საკითხს განიხილავდა. 
მანამდე არსებული ინფორმაციით, პენტაგონი არ აპირებდა უკრაინისთვის "აბრაამის" გადაცემას, იმ მიზეზით, რომ ისინი ზედმეტად კომპლექსურები იყვნენ და მათი მართვის სწავლისთვის გრძელვადიანი მომზადება იყო საჭირო, რისი დროც ომის პირობებში არ იყო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე პრობლემური იყო დასავლეთის ქვეყნებს შორის. უკრაინული მხარე გერმანიისგან მოითხოვს, რომ მას "ლეოპარდის" ტიპის ტანკები გადასცეს, თუმცა გერმანიის მთავრობას ამ დრომდე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. 
გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა დღეს, 24 იანვარს, განაცხადა, რომ ისინი ემზადებიან შესაძლო გადაწყვეტილებისთვის, რომ უკრაინაში "ლეოპარდის" ტანკები გაგზავნონ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey