24/01/23347 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საქართველოსა და 2000-იანი წლების პუტინის რუსეთთან ბევრი მსგავსებაა - მარილუიზე ბეკი

ბერლინში, ბუნდესტაგში თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრისა და გრასის ორგანიზებით საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ "მთავარი არხისა" და "ფორმულას" წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, მათ გერმანელ კანონმდებლებთან ევროკომისიის 12 პუნქტზე და მედია მფლობელების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ისაუბრეს.
პოლიტიკური მოძრაობა "თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის" დამფუძნებელმა და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, საქართველო 200-იანი წლების პუტინის რუსეთს შეადარა და თქვა, რომ საქართველოში დემოკრატია უკუსვლას განიცდის.
"სამწუხაროდ, საქართველო მეტად წარმატებული იყო. გაცილებით დამაზიანებელია, როცა გარემო, რომელიც დემოკრატიული ხდებოდა, ახლა უკუსვლას განიცდის. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ოპოზიციური მედია მძიმე ზეწოლას განიცდის დაკავებულიც კია ერთ-ერთის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკა გვარამია. როგორც გარედან ჩანს, ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა. იმედი მაქვს, ხელისუფლების პოლიტიკა შეიცვლება. ძალიან ბევრი მსგავსებაა 2000-იანი წლების პუტინის რუსეთთან. რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო, იქნება თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი ხალხით, ღია საზოგადოებით ევროკავშირის ფარგლებში, დიახ, ევროკავშირს ეს უნდა", - თქვა მარილუიზე ბეკიმ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY