20/01/23604 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

როგორც ვიცი, პოლიციელი დაჭრილ ქალს გადაეფარა და ისიც მოკლეს - მაღაზიის თანამშრომელი

საგარეჯოში ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული ერთ-ერთი სუპერმარკეტი, რომელიც ასევე შემთხვევის ადგილია. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ნოდარ ათუაშვილმა სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი დაჭრა. პოლიციის თანამშრომელი ოთარ ღვინაშვილი სწორედ მათთან იყო მისული. 38 წლის სამართალდამცველი დაჭრილ ქალს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია მოხვდა. პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. 
"დაჭრილები არიან მაღაზიის თანამშრომლები. ბიჭს მუცელი აქვს გამოფატრული, გოგოს თვალში აქვს მოხვედრი ტყვია, დამლაგებელი ფეხშია [დაჭრილი], გადაეფარა პოლიციელი და ის კიდე მოკლეს, ამ დროს დაიღუპა, რომ გადაეფარა იმ დამლაგებელს. სროლების ხმა იყო, კაკანებდა ავტომატებიო. სასწრაფო შემოსულა და სასწრაფოც არ შეუშვიათ. სასწრაფოსაც ესროლა",- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი. 
საგარეჯოში მრავალბინაინი კორპუსი, სადიანაც სამხედრო ისროდა, კვლავ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. არსებული ინფორმაციით, ნიოდარ ათუაშვილის სახლიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერებები. 
ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. თავდამსხმელი სპეცრაზმს ბინაში გარდაცვლილი დახვდა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA