19/01/23660 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმი ჩვენი მიწაა, მოგვეცით თქვენი იარაღი და ჩვენ დავიბრუნებთ რაც ჩვენია

უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს, რადგან ეს არის ჩვენი მიწა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს დავოსში ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს ჩვენი მიწაა. ყირიმი ჩვენი ზღვა და ჩვენი მთებია. მოგვეცით თქვენი იარაღი და ჩვენ დავიბრუნებთ რაც ჩვენია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დატოვოს ყირიმი, რითაც ის საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გადაარჩენს.
„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დატოვოს ეს ტერიტორია და არა მხოლოდ ეს. არავინ ამბობს, რომ ურთიერთობები შეიძლება აღდგეს, მაგრამ მას შეუძლია გადაარჩინოს მათი ხალხის სიცოცხლე", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უფსკრული, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გათხარა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის უფსკრული უზარმაზარია. ეს არ არის ხელოვნური. ის გათხარა პუტინმა. ის დგას ამ ნიჩბით და დარჩება ამ ნიჩბით ისტორიაში", - აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა, ზელენსკიმ უპასუხა: "სამშვიდობო მოლაპარაკებები არ არის მშვიდობა“.
„მხარეებმა ეს უნდა გააცნობიერონ. ბოლო სამი წლის განმავლობაში [მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა] ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიპლომატიური გზით გაგვეთავისუფლებინა ჩვენი მიწა. ვიღაცას არ სურდა, არ ჰქონდა დრო, არ დაიჯერა, პირობები წამოაყენა. ბევრი იყო ასეთი ხალხი და ყველაფერი ამის ცენტრი მოსკოვში იყო", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, არ ესმის, ვის უნდა ესაუბროს.
„მე არ მესმის, ვის უნდა დაველაპარაკო. საკმარისად არ მესმის, ცოცხალია თუ არა ის [პუტინი], იღებს თუ არა გადაწყვეტილებებს, ან ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. არ მესმის, როგორ შეგიძლიათ დაჰპირდეთ ევროპელ ლიდერებს ერთ რამეს და მეორე დღეს დაიწყოთ ომი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY