18/01/23342 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უფრო სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამის შესახებ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 
უკრაინის პრეზიდენტმა ფორუმზე მონაწილეობა დისტანციურად მიიღო.
"ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა. დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს. თითქმის ერთი წელია უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთს წინააღმდეგობას უწევენ, ამ პერიოდმა დაამტკიცა, რომ ჩვენმა სწრაფმა ქმედებებმა დადებითი შედეგები მოიტანა", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "მსოფლიო ყოყმანობდა" 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმი აიღო და 2022 წლის თებერვალში, როცა ის უკრაინაში შეიჭრა.
"მსოფლიო არ უნდა იყოყმანოს არც დღეს და არც არასდროს. მსოფლიო უფრო სწრაფად უნდა მოქმედებდეს, ვიდრე რუსეთი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა გადააჭარბოს რუსეთის მომავალი სარაკეტო თავდასხმების რაოდენობას, უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე რუსეთის თავდასხმა უსაფრთხოებასა ან მშვიდობაზე სხვა ქვეყნებში", - თქვა ზელენსკიმ.
სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ის დავოსში ფორუმზე ბოლოს სამი წლის წინ, მაშინ გამოვიდა, როცა მსოფლიო Covid 19-ს ებრძოდა:
"თუ ისტორია მეორდება, თავდაპირველად სამყარო ან ვერ ამჩნევს, ან ვერ აფასებს საფრთხეს, შემდეგ ერთიანდება, რათა მას წინააღმდეგობა გაუწიოს და შემდეგ ყოველ ჯერზე მსოფლიო იმარჯვებს", - თქვა მან.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ