18/01/23307 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დუდა - "უკრაინას სჭირდება იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი"

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დასავლეთს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომის საკვანძო მომენტი შესაძლოა უახლოეს კვირებში დადგეს.
ამის შესახებ დუდამ დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.
"უკრაინას სჭირდება იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი. იარაღს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო მხარდაჭერა ახლა გავგზავნოთ, განსაკუთრებით თანამედროვე ტანკები, რაკეტები თავდაცვისთვის, მაგრამ პირველ რიგში, რუსეთის თავდასხმის შეჩერება", - თქვა პოლონეთის პრემიერმა. 
ადჟეი დუდა დარწმუნებულია, რომ რუსეთი ახლო მომავალში ახალი შეტევებისთვის ემზადება და ის იარაღი რაც უკრაინას პარტნიორებმა მიაწოდეს, შესაძლოა საკმარისი არ იყოს.
"იქნება ეს საკმარისი? ვშიშობ, არა. ის, რაც ჩვენ უკვე გავგზავნეთ საკმარისი არაა. უკრაინას სჭირდება ჩვენი მეტი ძალისხმევა, ჩვენ უნდა მოვბილიზდეთ მათ დასახმარებლად. სიტუაცია რთულია და შემდეგი თვეები ან შესაძლოა კვირებიც კი იქნება გადამწყვეტი ამ ომში და ეს მომენტი გვაჩვენებს გადარჩება თუ არა უკრაინა", - თქვა მან.
ცნობისთვის, გასულ კვირას პოლონეთმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. ტანკები გერმანული წარმოებისაა, ამიტომ პოლონეთს უკრაინაში Leopard-ის გაგზავნისთვის გერმანიის ნებართვა სჭირდება. პოლონეთი იმედოვნებს, რომ ოლაფ შოლცი უკრაინაში  ტანკების გაგზავნას დათანხმდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY