18/01/23472 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"სპეციალური ოპერაცია, ამ ომის დასრულების მცდელობაა" - პუტინმა ისევ "ომი" ახსენა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზანი აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში "ომის დასრულებაა".
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ დონბასში "სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები მძიმე ტექნიკის, არტილერიის, ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენებით 2014 წლის შემდეგ არ შეწყვეტილა".
"ყველაფერი რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეციალური ოპერაცია, ამ ომის დასრულების მცდელობაა. ეს არის ამ ოპერაციის მიზანი და რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს", - თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პუტინმა უკრაინის კონტექსტში სიტყვა "ომი" გამოიყენა. ეს სიტყვა რუსეთში აკრძალულია. უკრაინის კონფლიქტის აღსაწერად სიტყვა "ომი" პუტინმა პირველად დეკემბრის ბოლოს გამოიყენა, ეს იყო პირველი საჯარო შემთხვევა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA