18/01/23503 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

CNN-ის ჟურნალისტმა ლაიენს სანქციების თავიდან არიდებაზე ჰკითხა და მაგალითად საქართველო დაასახელა

CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა და თქვა, რომ ვრცელდება ინფორმაციები საქართველოს გავლით მათ გვერდის არიდებაზე. 
ჟურნალისტმა იკითხა: - მინდა გკითხოთ სანქციების შესახებ. თქვენ უკვე რამდენიმე პაკეტი დაამტკიცეთ რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის და ალბათ თქვენც შეიტყობდით, რომ ბევრი აკრძალული საქონელი მაინც შედის რუსეთში შემოვლითი გზებით, მათ შორის, როგორც ბოლო ინფორმაცია გვეუბნება, საქართველოს გავლით. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ სანქციების ქვეშ მყოფმა რუსეთმა ვეღარ მიიღოს ის, რაც სჭირდება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის გვერდის ავლის მცდელობები, რასაც არ შეეგუებიან. მას პასუხის დროს რომელიმე კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ სანქციების მე-10 პაკეტის მიზანი ასეთ "ხვრელების" დახურვა იქნება:
დიახ, ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციების ცხრა პაკეტი და ეს სანქციები გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ არის გვერდის ავლის მცდელობებიც. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევეგუებით. ჩვენ უკვე დავიწყეთ იმ ადამიანების სიის შედგენა, რომლებიც ყიდულობენ ევროკავშირში საქონელს და ჩააქვთ ის რუსეთში, თუმცა სანქციების მეათე პაკეტის მიზანი იქნება ამ ხვრელების დახურვა, შემოვლითი გზების დაკეტვა და იმ ადამიანების სანქცირებულთა სიაში შეყვანა, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას. მეათე პაკეტი სწორედ ამას შეეხება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე ხელმძღვანელობს. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის არ მოქმედებს სავიზო რეჟიმი და ომის დაწყების შემდეგ არაერთი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY