18/01/23263 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

როცა ენმ გაჭირვებაშია, ამ დროს ემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება - ოდიშარია ლავროვზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა ოდიშარია საქართველოზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს "საეჭვოდ ემთხვევა" "ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ "შიდაპარტიულ გაჭირვებას".
"მე ლავროვისგან ვერც ქათინაურს ვერ მივიღებ და ვერ შექებას ვერ მივიღებ. მნიშვნელოვანია ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იშველიებს და როგორც წესი, თუ აკვირდებით, როცა ისინი არიან დიდ გაჭირვებაში, ან შიდაპარტიულში ან ზოგადად პოლიტიკურ პროცესში, ისინი აუცილებლად გამოძებნიან ან ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ ცოტა ხანი წაიტივტივონ და არ ჩაიძირონ ამ მძიმე პროცესებისას, რომელიც ვითარდება. ეს საეჭვოდ ემთხვევა მუდმივად. კიდევ ვიმეორებ - როცა ნაციონალური მოძრაობა არის მძიმე პროცესებში ან დეგრადირებს მათი რეიტინგი, როგორც წესი, გამოჩნდება რომელიღაც რუსი პოლიტიკოსი, რომელიც გააკეთებს განცხადებას და ეჭიდებიან როგორც მაშველ რგოლს და მერე ორი-სამი დღე ტივტივებენ ამ ნიუსით", - თქვა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე შეაქო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით და თქვა, რომ "საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, პატივისცემას იმსახურებს".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA