13/01/23618 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პირველი უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი - ხუნდაძე "მაგნიტსკის სიაზე"

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ "მაგნიტსკის სიის" ქართული ანალოგის სათავეში თავად მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ჩაწერილი, რადგან მისი მტკიცებით, საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება მესამე პრეზიდენტმა თავად დაიწყო.
ხუნდაძე ამბობს, რომ სიის შედგენამდე ჯერ  მიხეილ სააკაშვილის წამება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უნდა დადასტურდეს. მისი თქმით, სიის შედგენა პიარკამპანიის ნაწილია.
„ვინმე თუ აპირებს „მაგნიტსკის სიის“ შედგენას, ეს სია უნდა იყოს, მათი გაგებით, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და მერე შეეცადონ, სიის შედგენას. მაგრამ თუ დადასტურებამდე აპირებენ ასეთი სიის შედგენას, ვფიქრობ, ამ სიაში პირველი უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან მისი ჯანმრთელობის ზიანი, დადასტურებულად, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. პირველი ის, რომ მან გამოაცხადა შიმშილობა, და ეს დადასტურებულია, მეორე ის, რომ მან უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, ესეც დადასტურებულია. ასევე, ერთ-ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც მე ვფიქრობ, საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ასე რომ რაც დადასტურებულია საკუთარი ჯანმრთელობის ზიანთან დაკავშირებით, ეს არის პირველი თვითონ, ამიტომ სიაში პირველი უნდა იყოს თვითონ“, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, სასანქციო აქტის ავტორს, ბილ ბროუდერს თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმართა, რომ დახმარებოდა ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს "მაგნიტსკის სიის" ანალოგის შედგენაში. ბროუდერმა მესამე პრეზიდენტს წერილითვე უპასუხა და დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, შესაბამისი ჩამონათვალი მაგნიტსკის აქტს დაემატოს. 
"მაგნიტსკის სიის" ქართულ ანალოგზე მუშაობა დაწყებულია. მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ 15-კაციანი სია შედგენილია, თუმცა არაა გამორიცხული ის კიდევ შეიცვალოს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA