01/05/201 541 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - რუსული დეზინფორმაციის საშუალებები საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღებია სწორედ მისი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო

რუსული დეზინფორმაციის საშუალებები და საქართველოში მათი ფილიალები საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღებია სწორედ მისი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ფეისბუქის“ მიერ რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ სხვადასხვა ენაზე არსებული გვერდების გაუქმებას. გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისგან დაფინანსებული სხვადასხვა სააგენტოს მიმართ კრიტიკა არასდროს გაჟღერებულა.
„რუსეთის გიგანტურ დეზინფორმაციის საშუალებებს, „ტროლების ქარხნებს“ და სააგენტოებს ამოძრავებს მთავარი მიზანი - ეს არის დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულებით სვლის შეჩერება. ამას მხარს უბამს სწორედ რუსეთის მიერ მართული და დაფინანსებული საქართველოში მოქმედი სხვადასხვა სააგენტო, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ოფიციალურად ფუნქციონირებს. საქართველოს ხელისუფლებისგან მათი მისამართით არასდროს არ გაგვიგონია არავითარი კრიტიკა, პირიქით, ზოგიერთს ბიუჯეტიდანაც კი აფინანსებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა ქვეყნის ინტერესები და ჩვენი მომავალი, არამედ - ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ რუსული დეზინფორმაციის საშუალებები და საქართველოში მათი ფილიალები საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღებია სწორედ მისი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 30 აპრილს „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან წაშალა კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ „ფეისბუქ“ გვერდები ქართულ და სხვა ენებზე, რომლებსაც გამოცემა სხვადასხვა ქვეყანაში იყენებდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, „ნიუს-ფრონტ ჯორჯიას“ „ფეისბუქ“ გვერდი და მისი ადმინისტრატორი, სხვა არაავთენტურ ანგარიშებთან ერთად, შერჩევითად, ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე გათვლით, ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც მიმართული იყო ქართულ „ფეისბუქ“ მომხმარებლებში ანტაგონიზმისა და აგრესიის გაღვივებისკენ, საზოგადოების დახლეჩვისა და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • კურიერი - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 21 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ანეგდოტების შოუ - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სხვა რაკურსი - 21 სექტემბერი, 2023. თეკლა ნაჭყებია • დარიკო მატკავა  “სხვა რკურსის” მოგზაურობა თურქეთში
      21 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • მრგვალი მაგიდა — 21 სექტემბერი, 2023. ხელისუფლება რუსეთის აგენტის ფარად
      21 სექტემბერი
    • კაცები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სანაია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • რეაქცია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სპექტრი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY