01/05/201 414 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნათია თურნავა - ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ - ეს არის ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა

ვფიქრობ, რომ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით და ზოგადად ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით, თუ როგორ წარმატებით ვუმკლავდებით კორონავირუსს და როგორ წარმატებით დავიწყეთ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება, ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, ის შეფასებები, რასაც ისინი სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან ისმენენ, ურთიერთგამომრიცხავია.
„ხან გვესმის, რომ ეს არის გაჭირვების, შველის პროგრამა და არა ეკონომიკური, არამედ სოციალური პროგრამა. დიახ, ეს არის გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სასწრაფოდ შველის და ხანძრის ჩაქრობის პროგრამა. ეს არის მათ შორის ეკონომიკის შველის პროგრამა და მთავარია სოციალური მიმართულება. ხან გვესმის, რომ წინასაარჩევნო პროგრამაა ანუ ეს, როგორც კომპლიმენტი ისე უნდა გავიგოთ იმიტომ, რომ წინასაარჩევნო მათი გაგებით ნიშნავს მიმზიდველს და მართლაც, ეს ისეთი პროგრამაა, რომლის გამოც ჩვენ გვერდში ძალიან ბევრი გვიდგას და დაგვიდგება. მოსახლეობაც ხედავს ამას და ბიზნესიც ხედავს ამას. ხან გვესმის, რომ ეს არის სასწრაფოდ მიღებული ზომები. ეს არის არამარტო ყოვლისმომცველი ანტიკრიზისული პროგრამა, ეს არის დროულად მიღებული ზომები, დროულად მიღებული დახმარება საფინანსო ინსტიტუტებიდან, დროულად შეთავაზებული მექანიზმები და ფინანსური დახმარება მოსახლეობას, სხვადასხვა ფენას და ბიზნესს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ისინი ნებისმიერ კონსტრუქციულ შეთავაზებას გაითვალისწინებენ, ვინაიდან კორონავირუსთან ბრძოლის დროს ყველა უნდა გაერთიანდეს, თუმცა არ მიიღებენ პოპულიზმს და პოლიტიკურ სპეკულაციებს.
„ასე რომ, ისევ ვამბობ: უკეთ მოემზადონ, გაეცნონ პროგრამას. ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგში და პოლემიკაში აუცილებლად შევალ. ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას გავითვალისწინებთ იმიტომ, რომ კორონავირუსი ისეთი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ყველანი უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული. საღი აზრი მისაღებია, არ მივიღებთ პოპულიზმს, კორონავირუსის პოლიტიკური კონიუნქტურით გამოყენების მცდელობას და არ მივიღებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს“, - აღნიშნა თურნავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ