ახალი 27 კოვიდპაციენტიდან შვიდის ინფიცირების წყარო უცნობია
ახალი 27 კოვიდპაციენტიდან შვიდის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
"13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი – თეთრიწყაროს, ორი – მარნეულის, ოთხი საკარანტინო სივრციდან და დანარჩენის შემთხვევაში წყარო უცნობია – მოძიება ახლა ხდება",– განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების 27 შემთხვევა დადასტურდა, ამდენად, 566–მდე გაიზარდა დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი, მაგან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.