26/12/22526 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას, რომ ბოლომდე იყოს დათრგუნული და მისი ადგილი იყოს ნული - დღესაც კიდევ ერთხელ დაამცირეს

„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას, რომ ბოლომდე იყოს დათრგუნული და მისი ადგილი იყოს ნული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გოცირიძემ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის როლზე და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს იქამდე, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ეტყვის. ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე ავტონომიური გადაწყვეტილებაც რომ მიიღოს, მაინც არავინ დაიჯერებს, რომ ეს დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო.
მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ტყუილად არ მისწერა წერილი. ბიძინა ივანიშვილიც საფრანგეთის მოქალაქეა. ორი საფრანგეთის მოქალაქის ხელშია მიხეილ სააკაშვილის ბედი. ერთი პრემიერ-მინისტრი იყო, მეორე - პრეზიდენტია. ოღონდ, სალომე ზურაბიშვილს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ ეტყვის არ შეიწყალებს, სალომე ზურაბიშვილი არის ბერკეტი, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს.
სალომე ზურაბიშვილმა ავტონომიური გადაწყვეტილება, რომ მიიღოს ყოველთვის იტყვიან, რომ ეს გადაწყვეტილება მისი მიღებული არ არის, იტყვიან ეს ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ამას არავინ დაიჯერებს, რადგან მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამცირებენ: ევროპაში არ გაუშვეს, თვითმფრინავი არ მისცეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ჩამოსვლა აეროპორტში გაიგო, სუფრაზეც არ დაპატიჟეს, ანუ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას, რომ ის ბოლომდე იყოს დათრგუნული და მისი ადგილი იყოს ნული. ხომ შეიძლება ცოტა მოეფერო, იმიტომ , რომ ხვალ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, არ აკეთებენ ამას, დღესაც კიდევ ერთხელ დაამცირეს. „ქართული ოცნების“ პოზიცია ასეთია, სალომე ზურაბიშვილი არ არსებობს და მისთვის არანაირი ანგარიში არ უნდა იყოს გაწეული. ზურაბიშვილის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რეალურად რამდენად ემუქრება საფრთხე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს“, - განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, როგორც ამერიკელი ექსპერტების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნით და სასამართლო პროცესზე მიხელ სააკაშვილის დანახვით, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნდა, რომ სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, „ამიტომ ნუ ვიტყვით, რომ ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას არასდროს მიიღებს.
გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა. გიორგი რურუა, რომელზეც ამბობდა რომ არასდროს გაათავისუფლებდა, ირაკლი ოქრუაშვილიც მან გაათავისუფლა“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY