ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა, უპრეცედენტოა საერთაშორისო განზომილებაშიც
ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა, რომელიც მან კოვიდის ფონდში განახორციელა, უპრეცედენტოა თავისი მოცულობით. ეს უპრეცედენტოა არამხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო განზომილებაშიც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გამოცემა The Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას. კობახიძის განცხადებით, ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა 3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და აქედან გამომდინარე, stopcov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვა გასაკვირი არ ყოფილა.
„ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა, რომელიც მან კოვიდის ფონდში განახორციელა, უპრეცედენტოა თავისი მოცულობით. ეს უპრეცედენტოა არამხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო განზომილებაშიც. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ საერთაშორისო პრესამაც არაერთი სტატია მიუძღვნა ამ შემოწირულობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოირჩევა ქველმოქმედებით უკვე არაერთი წელია და მას მთლიანობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვკვირვებია მისი ეს შემოწირულობა, თუმცა ხაზი უნდა გაესვას ამ შემოწირულობის ძალიან დიდ მასშტაბს. საერთაშორისო დონეზეც აღიქმება ეს, როგორც ძალიან დიდი შემოწირულობა,“ - განაცხადა კობახიძემ.